Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ჭანდარში და სოფელ ძირკოკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

1 November, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში და სოფელ ძირკოკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა.

სოფელ ჭანდარში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელ გზას, რომელიც გადის ხიდის ქვეშ. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო რკინა-ბეტონის კედელი და მილი, გზაზე კი დაიგო ცემენტობეტონის საფარი.

ასევე, რაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ძირკოკში, ცენტრალური მაგისტრალთან დამაკავშირებელ საუბნო გზას, რომლის ფარგლებშიც 725 მეტრი სიგრძის გზაზე მოეწყო ახალი საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

აღნიშნული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ჯამში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 900 000 ლარამდე დაიხარჯა.

სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ

გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს "იმედი დიდუბე" შეასრულა.

Share page