Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

Publish date: 21 August, 2024
End date: 16 September, 2024

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ

________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება  21.08.2024წ. 12:15 - 05.09.2024. 17:00 და

                                                             21.08.2024წ. 12:15 - 16.09.2024. 17:00

 

 

  1. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით, გატანილია  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონება:

 

-   ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქ.N1-ში მდებარე მდებარე 115,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 59,80კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.01.09.565, ღირებულებით - 66 695 (სამოცდაექვსიათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 11 500 (თერთმეტიათას ხუთასი) ლარი, შენობის - 55 195 (ორმოცდათხუთმეტიათას ასოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 20 009  (ოციათას ცხრა) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 335 (სამიათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარი.

აღწერილობა:

ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ერთსართულიანია, ძველი და ძალიან დაზიანებულია. არ აქვს ფანჯრები და კარები. ქონება მდებარეობს სარაჯიშვილის ქუჩაზე.

 

-   ქ. გურჯაანში, დავით აღმაშენებლის ქ.N144-ში მდებარე 5 212,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 1 891,0კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.01.61.039, ღირებულებით - 2 266 593 (ორიმილიონ ორასსამოცდაექვსიათას ხუთას ოთხმოცდაცამეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 521 200 (ხუთასოცდაერთიათას ორასი) ლარი, შენობის - 1 745 393 (ერთიმილიონ შვიდასორმოცდახუთიათას სამასოთხმოცდაცამეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 679 978  (ექვსასსამოცდაცხრამეტიათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 113 330 (ასცამეტიათას სამასოცდაათი) ლარი.

აღწერილობა:

ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ორსართულიანია, საჭიროებს რეაბილიტაციას. ქონება მდებარეობს ქალაქ გურჯაანის თავში.

 

-   სოფელ შაშიანში მდებარე 62,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, 22,9კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.04.61.019, ღირებულებით - 27 337 (ოცდაშვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 6 200 (ექვსიათას ორასი) ლარი, შენობის - 21 137 (ოცდაერთიათას ას ოცდაჩვიდმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 8 201  (რვაათას ორას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 367 (ერთიათას სამას სამოცდაშვიდი) ლარი.

აღწერილობა:

შენობა-ნაგებობა ერთსართულიანია, ძველია. საჭიროებს რეაბილიტაციას. მდებარეობს სოფელ შაშიანის განაპირას.

 

-   სოფელ შაშიანში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულიდან 199,52კვმ არასაცხოვრებელი ფართი, ს.კ 51.04.63.063.01.502. ღირებულებით - 184 157 (ასოთხმოცდაოთხიათას ასორმოცდაჩვიდმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 55 247  (ორმოცდათხუთმეტიათას ორასორმოცდაშვიდი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 9 208 (ცხრაათას ორას რვა) ლარი.

აღწერილობა:

არასაცხოვრებელი ფართი განთავსებულია სოფელ შაშიანში მდებარე შენობის მეორე სართულზე. არის ძალიან სარემონტო.

 

-   სოფელ ვაზისუბანში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულიდან 180,15კვმ არასაცხოვრებელი ფართი, ს.კ 51.05.65.316.01.500. ღირებულებით - 166 258 (ასსამოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათვრამეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 49 877  (ორმოცდაცხრაათას რვაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 8 313 (რვაათას სამას ცამეტი) ლარი.

აღწერილობა:

არასაცხოვრებელი ფართი განთავსებულია სოფელ ვაზისუბანში მდებარე შენობის მეორე სართულზე. არის ძალიან სარემონტო.

 

- სოფელ ჩალაუბანში მდებარე 320კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.16.55.666, ღირებულებით - 8 320 (რვაათას სამასოცი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 2 496  (ორიათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 416 (ოთხას თექვსმეტი) ლარი.

აღწერილობა:

მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ჩალაუბანში, სიღნაღთან დამაკავშირებელ ტრასასთან ახლოს.

 

 

-   სოფელ ზემო კაჭრეთში მდებარე 106,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული, სავარაუდოდ, 99,3კვმ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.20.52.437 (51.20.52.000.437), ღირებულებით - 102 273 (ასორიათას ორას სამოცდაცამეტი) ლარი. მათ შორის: მიწის ღირებულება - 10 600 (ათიათას ექვსასი) ლარი, შენობის - 91 672 (ოთხმოცდათერთმეტიათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 30 682  (ოცდაათიათას ექვსას ოთხმოცდაორი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 5 114 (ხუთიათას ას თოთხმეტი) ლარი.

აღწერილობა:

შენობა-ნაგებობა ერთსართულიანია, ძველია, საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას. მოდებული აქვს ეკალ-ბარდი, მდებარეობს სოფელ ზემო კაჭრეთის განაპირას.

 

 

  1. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით, გატანილია  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

 

- . გურჯაან, ნონეშვილის გამზირი N 14-ში მდებარე შენობა-ნაგებობს მეორე სართულზე განთავსებული ფართობიდან, ს.კ. 51.01.60.080.01.509, 24 კვ. არასაცხოვრებელი ფართი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 3 972 (სამიათას ცხრაას სამოცდათორმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 199 (ას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 1 192 (ერთიათას ას ოთხმოცდათორმეტი) ლარი. საიჯარო ვადა - 2 (ორი) წელი.

აღწერილობა:

იჯარით გასაცემი ფართი განთავსებული ქ. გურჯაანის ცენტრში, ნონეშვილის გამზირი N14-ში მდებრე შენობის მეორე სართულზე. არის ძველი რემონტით.

 

 

 

 

 

 

  • სოფელ ბაკურციხეში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობა-ნაგებობის, ს.კ. 51.14.12.682, პირველი სართულიდან, 10კვმ არასაცხოვრებელი ფართი. ქონების ღირებულებაა - 5171 (ხუთიათას ასსამოცდათერთმეტი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 360 (სამასსამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 18 (თვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 108 (ასრვა) ლარი. საიჯარო ვადა - ერთი წელი.

აღწერილობა:

იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. არის სარემონტო, სუფთა მდგომარეობაში. ფართი იჯარით გაიცემა ერთი წლის ვადით.

 

გ)  პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით გატანილია ქ. გურჯაანსა და სოფელ ვაჩნაძიანში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული, გამოუსადეგარი ლითონის  ნივთები - ჯართი.

 

    1 ტონა ჯართის საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 436,5 (ოთხას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი. „ბე“ - საწყისი   საპრივატიზაციო ფასის 30% - 131 (ასოცდათერთმეტი ) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 22 (ოცდაორი) ლარი.

          ჯართის საერთო წონა დასაზუსტებელია. შესაბამისად, სრული ღირებულება დადგინდება წონის დაზუსტების შემდეგ.

 

აუქციონის პირობა :

 

-     შესყიდვამდე, პოტენციურ მყიდველს შეუძლია ჯართი ადგილზე დათვალიერება.

 

-     ჯართის წონა დასაზუსტებელია. მითითებული საწყისი საპრივატიზაციო თანხა არის 1 (ერთი) ტონა 

       ჯართის  ფასი.

 

-     მყიდველი უფლებამოსილია საერთო რაოდენობიდან შეიძინოს მისთვის სასურველი წონის ჯართი.

 

-     მყიდველი     ვალდებულია   აუქციონში   გამარჯვებიდან   30 (ოცდაათი)  კალენდარული  დღის  

       ვადაში, საკუთარი     ხარჯებით,   მუნიციპალიტეტის   წარმომადგენელის   თანდასწრებით,   

       მოახდინოს    ჯართის გადაწონვა,  რის     შემდეგაც    მოხდება   სარეალიზაციო  ქონების  ზუსტი  

       წონისა და შესაბამისად, ზუსტი  ღირებულების დადგენა.

 

  • მყიდველი ვალდებულია ქონების გადაწონვა, დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი სახსრებით. ამასთან, ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანზარსაწინააღმდეგო უსაფრთხების წესების დაცვაზე.

 

  • მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ქონების ზუსტი წონის დადგენის შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 

დ) პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქ. N 58/ა-ში მდებარე, ე.წ. „საქმიან ეზოში“ განთვსებული, გამოუსადეგარი პლასტმასის  ნარჩენი.

 

1 ტონა პლასტმასის ნარჩენის საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 600 (ექვსასი) ლარი.  „ბე“ - საწყისი

საპრივატიზაციო ფასის 30% - 180  (ასოთხმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 30 (ოცდაათი) ლარი.

           პლასტმასის საერთო წონა დასაზუსტებელია. შესაბამისად, სრული ღირებულება დადგინდება წონის დაზუსტების შემდეგ.

 

     აუქციონის პირობა :

 

-      შესყიდვამდე, პოტენციურ მყიდველს შეუძლია პლასტმასის ნარჩენ ადგილზე დათვალიერება.

 

-    პლასტმასის ნარჩენის წონა დასაზუსტებელია. მითითებული საწყისი საპრივატიზაციო თანხა არის 1 (ერთი) ტონა პლასტმასის ფასი.

 

-  მყიდველი უფლებამოსილია საერთო რაოდენობიდან შეიძინოს მისთვის სასურველი წონის პლასტმასის ნარჩენი.

 

-   მყიდველი     ვალდებულია   აუქციონში   გამარჯვებიდან   30 (ოცდაათი)  კალენდარული  დღის  ვადაში, საკუთარი ხარჯებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის თანდასწრებით, მოახდინოს   ნარჩენის გადაწონვა, რის შემდეგაც მოხდება სარეალიზაციო ქონების ზუსტი წონისა და შესაბამისად, ზუსტი ღირებულების დადგენა.

 

  • მყიდველი ვალდებულია ქონების გადაწონვა, დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი

სახსრებით. ამასთან, ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანზარსაწინააღმდეგო უსაფრთხების წესების დაცვაზე.

 

-   მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ქონების ზუსტი წონის დადგენის შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 

  •  

 

ქონების პრივატიზების შემთხვევაში:

 

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი

    ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

-  ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

    ოქმი.

 

-  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში

    გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

-  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15

    კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა

    სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -        

    GE16LB0121192433146005.

 

-  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების 

   დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე)    

   უკან აღარ ბრუნდება;

 

-  30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის

    შედეგები უქმდება.

 

-  ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში  გამარჯვებულს გადაეცემა  

   საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

---------------------------

 

ქონების იჯარით აღების შემთხვევაში:

 

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი

    ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

-  ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

    ოქმი.

 

-  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების     

    დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან  

    აღარ ბრუნდება.

 

-  საწყისი თანხა შეადგენს ქონების იჯარით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო ქირას.

 

-  აუქციონში გამარჯვებულმა, 15 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ორი თვის საიჯარო ქირის 

   გადახდა სს „ლიბერთი ბანკში“, საბანკო ანგარიშზე:  300503212. 

 

- აუქციონში გამარჯვებული, ორი თვის საიჯარო ქირის გადახდის შემდეგ, ქონების მესაკუთრესთან   

  • ფორმებს საიჯარო ხელშეკრულებას.

 

  •  

 

-  ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების  მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

-  დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 22 88. ასევე, შეგიძლია 

   დარეკოთ ცხელ ხაზზე -  1420.

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

 

 

 

 

Share page