Hot line : (0 353) 22 12 23

ეროვნული სამოსის დღე

18 May, 2024

დღეს, ქალაქ გურჯაანში, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული მსვლელობა გაიმართა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი შეუერთდა.

მსვლელობა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ნონეშვილის გამზირზე დასრულდა.

ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ:

ფოლკლორული ანსამბლი “გურჯაანის" უფროსი და უმცროსი თაობა

ფოლკლორული ანსამბლი “ფესვები”

ფოლკლორული ანსამბლი “ხარება"

ფოლკლორული ანსამბლი “ჰანგები"

ფოლკლორული ანსამბლი “ბეღურები”

ქორეოგრაფიული ანსამბლი: "ცერული",

ქორეოგრაფიული ანსამბლი მანდილი"

ქორეოგრაფიული ანსამბლი "გურჯაანი".

Share page