Hot line : (0 353) 22 12 23

პროექტის “საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ მედიატური მოეწყო

23 May, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნანიანში, პროექტის “საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ მედიატური მოეწყო.

მედიის წარმომადგენლები გაეცნენ, სოფელ ნანიანში, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს და საპილოტე საძოვარი დაათვალიერეს. ჟურნალისტებთან ერთად მედიატურში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფერმერებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და "კავკავსიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის" (REC caucasus) მიერ. პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

Share page