Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობის 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა

15 June, 2024

გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობის 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა.

ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით

"ნატო ვაჩნაძის პრემიის'' გამარჯვებული წელს ქალბატონი მზექალა შანიძე გახდა. გამარჯვებულს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.

პრემიის მიზანია ქალთა ხმების გაძლიერება და ქალი პროფესიონალების დაფასება. სწორედ იმ ქალების, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ სხვადასხვა დარგს, სფეროს, და თავად წარმოადგენენ ახალი თაობის სტიმულს, მხარს უჭერენ და გამბედაობას უნერგავენ ახალგაზრდა ქალებს, რომ გახდნენ დამოუკიდებელი პროფესიონალები.

წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”, რომლის გამარჯვებულებიც “თიბისიმ”, “კოკა-კოლამ” და “თეგეტა მოტორსმა” დააჯილდოეს.

ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილე მისი შვილთაშვილის ნატალია ჯუღელის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით აღინიშნა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა და მერის მოადგილე კოტე ბერიძიშვილი ესწრებოდნენ.

Share page