პროექტის “არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაომართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილებამ მონაწილეობა მიიღო World Vision საქართველოს მიერ გამოცხადებულ მცირე ინიციატივების კონკურსში და მაისის თვიდან წარმატებით ახორცილებს მცირე პროექტს ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ცნობიერების ამაღლების შესახებ.
სათემო ინიციატივის მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სამიზნე თემში (ველისციხე, კაჭრეთი, კარდენახი, გურჯაანი, ვეჯინი, არაშენდა) საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის #529 დადგენილებით, “2024 წლის ჯანმრთელოს დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” განსაზღვრული-პაპილომა ვირუსზე ვაქცინაციის ,,გაწმენდითი” რაუნდების შესახებ ცნობიერების ზრდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ასაკობრივ ჯგუფებში (13-45 წლის ქალები და 13-26 წლის ბიჭები).
პროექტის ფარგლებში, ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლაში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა , სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის. საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი.
პროექტი “არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში” ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით.