Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ კოლაგში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მთავრდება

5 July, 2024

სოფელ კოლაგში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

პროექტის მიხედვით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1400 მეტრი სიგრძის გზას და მოეწყო სანიაღვრე არხი.

შესრულებულ სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილესთან კონსტანტინე ბერიძიშვილთან და ინფრასტუქტურის სამსახურის უფროსთან გიორგი კუპრაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

საგზაო სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა"სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიამ" შეასრულა. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 000 ლარით დაფინანსდა.

Share page