Hot line : (0 353) 22 12 23

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გურჯაანში

21 June, 2024

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი მაჭავარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კალაურში და ჩუმლაყში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

სოფელ კალაურში გზის 2კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის და სანიაღვრე არხის მოწყობა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 013 000 ლარი იხარჯება, ასევე, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება სოფელ ჩუმლაყში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება 1541 მეტრი სიგრძის გზაზე, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 816 585 ლარით ფინანსდება.

 

Share page