Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ქოდალოში წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

24 April, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ქოდალოში წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება 979 მეტრი სიგრძის გზას.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 422 956 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "იმედი დიდუბე" ასრულებს.

Share page