Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში"დედამიწის დღესთან"დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო

22 April, 2024

22 აპრილს მსოფლიო „დედამიწის დღეს“ აღნიშნავს.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქალაქ გურჯაანში გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა მიიღეს.

აქციის ფარგლებში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ელდარის ფიჭვის ხეები დაირგო.

"დედამიწის დღე“ 1970 წელს აშშ-ში დაარსდა და ყოველწლიურად 193-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

ეს დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიება ტარდება.

Share page