Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ გურჯაანში საუბნო გზის მოასფალტება მთავრდება

29 March, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა სოფელ გურჯაანში მიმდინარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მოინახულეს.

აღნიშნულ გზაზე უკვე დასრულებულია სანიაღვრე არხების და ბეტონის საფარის მოეწყობა 430 მეტრი სიგრძის გზაზე, ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტის დაგება 900 მეტრზე.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 544 570 ლარით ფინანსდება.

Share page