Hot line : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - შაშიანი, ვაზისუბანი, ველისციხე, ახაშენი

31 January, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილესთან კონსტანტინე ბერიძიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები სოფლებში - შაშიანში, ვაზისუბანში, ველისციხესა და ახაშენში გამართა.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით, ის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორცილდება.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და იმ მცირე მასშტაბის პროექტებს, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩევს.

წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 520 000 ლარია გამოყოფილი.

Share page