Hot line : (0 353) 22 12 23

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს ტექნიკა გადაეცა

21 December, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურის მომსახურების სამსახურის „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ნივთები და საკვები პროდუქტები გადაეცათ.

საჩუქრები მათ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ლერი გელენავამ გადასცეს.

მუნიციპალიტეტის მერიამ, მომწოდებლის შერჩევის მიზნით გამოაცხადა საჯარო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებული იურდიული პირები, რომლებიც მერიის მიერ გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით უზრუნველყოფენ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას.

ქვეპროგრამის მიზანია ასეთი ოჯახების მხარდაჭერა და ბავშვთა უფლებათა კოდექსით დადგენილი ბავშვის ოჯახში შენარჩუნებისა და მიტოვების პრევენცია.

 

Share page