Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

Publish date: 19 December, 2023
End date: 29 December, 2023

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ

________________________

                 

                        აუქციონის დაწყება - დამთავრება  18.12.2023 წ. 17:00 - 29.12.2023 . 17:00

 

ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის               საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სოფელ გურჯაანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.10.74.070. ქონების ღირებულებაა - 35 760 (ოცდათხუთმეტიათას შვიდასსამოცი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 1 920 (ერთიათას ცხრაასოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 576 (ხუთასსამოცდათექვსმეტი) ლარი. საიჯარო ვადა - 3 (სამი) წელი.

 

  • აღწერილობა:

 

      იჯარით გასაცემი შენობა-ნაგებობა განთავსებულია სოფლის თავში, სოფელ გურჯაანის ყოვლადწმინდა 

      ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მიმდებარედ. ქონება იჯარით გაიცემა სამი წლის ვადით.

 

________________________

                

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა  შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით   

   ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

- აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

 

 

- აუქციონში გამარჯვებულმა, 15 კალენდარული დღის  განმავლობაში უზრუნველყოს აუქციონის შედეგად  

   დაფიქსირებული, ორი თვის საიჯარო ქირის გადახდა სს ლიბერთი ბანკი ნებისმიერ ფილიალში. ბანკის  

   კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი - 300503212.

 

- აუქციონში გამარჯვებული, ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში ქონების მესაკუთრესთან     

  აფორმებს საიჯარო ხელშეკრულებას.

 

 

- თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული  

   პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან  

   წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ  

   მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის  

   გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და  გამოუხმობი საბანკო  

   გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

 

- ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

- დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 599 85 22 88. ასევე, დარეკოთ ცხელ ხაზზე - 1420.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share page