Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

Publish date: 15 December, 2023
End date: 25 December, 2023

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ

________________________

                 

                        აუქციონის დაწყება - დამთავრება  15.12.2023წ. 12:00 - 25.12.2023 . 17:00

 

  1. ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ, გატანილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები:

 

  • )  სოფელ ველისციხეში მდებარე, 2371 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.07.66.236. ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასია - 59 275 (ორმოცდაცხრამეტიათას ორასსამოცდათხუთმეტი) ლარი.  „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 17 783  (ჩვიდმეტიათას შვიდასოთხმოცდასამი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 2 964 (ორიათას ცხრაასსამოცდაოთხი) ლარი.  

ობიექტის აღწერილობა:

მიწის ფართობი მდებარეობს სოფელ ველისციხეში, ე.წ. „ხევისუბანში“.

 

  1. სოფელ კაჭრეთში მდებარე, 226 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.20.54.012.601. ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასია - 7 910 (შვიდიათას ცხრაასათი) ლარი.  „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 2 373  (ორიათას სამასსამოცდაცამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 396 (სამასოთხმოცდათექვსმეტი) ლარი.

ობიექტის აღწერილობა:

მიწის ფართობი მდებარეობს სოფელ კაჭრეთში, სოფლის ცენტრში.

 

------------------------------

 

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი

    ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

-  ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

    ოქმი.

 

-  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში

    გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

-  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15

    კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა

    სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -        

    GE16LB0121192433146005.

 

-  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების 

   დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე)    

   უკან აღარ ბრუნდება;

 

-  30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის

    შედეგები უქმდება.

 

-  ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში  გამარჯვებულს გადეცემა  

   საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

-  ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების  მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

-  დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 22 88. ასევე, შეგიძლია  

   დარეკოთ ცხელ ხაზზე -  1420.

 

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

Share page