სპორტულმა გაერთიანებამ 1 წლის ანგარიში წარადგინა
დღეს, ა(ა)იპ გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ 1 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
გურჯაანის სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელმა გელა დალაქიშვილმა ა(ა)იპ-ის მიმდინარე წლის მუშაობა შეაჯამა და გურჯაანელი სპორტსმენების 2023 წლის მიღწევებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატში. 7 მათგანი გახდა საქართველოს ჩემპიონი (ჭადრაკი, კრივი, მკლავჭიდი, ძალოსნობა- 2, ძიუდო - 2;), ევროპის ძიუდოს თასი მფლობელი, მსოფლიოს და ევროპისა ჩემპიონები და პრიზიორი მკლავჭიდში და საქართველოს პრიზიორები ცურვაში, ბად-მინტონის გოგონათა გუნდი კი საქართველოს ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ა(ა)იპ გურჯაანის სპორტულ გაერთიანების წლიური ანგარიშის წარდგენა გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.