გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ვაუჩერის განაღდების, (საქონლის მიწოდების) მსურველ პირთა რეგისტრაციის პირობები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია (ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზირი #13) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტექნიკით მხარდაჭერა;
2. „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა;
3. მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;
4. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებულნი არიან, მწვავე კრიზისული მდგომარეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის #56 დადგენილების „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დანართი #4 - ით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;
5. ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მსურველ პირთა შერჩევას განახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, ფასთა კლების პრინციპის დაცვით, პრეტენდენტების მიერ, მათთვის სპეციალურად შემუშავებული საქონლის ფასთა ცხრილის („ინვოისების“) წარმოდგენის საფუძველზე;
6. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, თითოეულ კატეგორიაში, საუკეთესო პრეტენდენტთან დადებს შესაბამის ხელშეკრულებას;
7. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განაცხადი „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებაში, მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე (განაცხადში კონკრეტულად ერთი მიმართულების: (საყოფაცხოვრებო ნივთების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მითითებით);
ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ელ. მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო რეკვიზიტები);
გ) შესაბამისი საქონლის განფასება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმის საშუალებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველმა დაწესებულებებმა, განაცხადითა და ამ განცხადებით დადგენილი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ ელექტრონულად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ელ. მისამართზე (info@gurjaani.gov.ge) ან/და მატერიალურად მისამართზე (ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზ. #13);
„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი ვაუჩერების ფორმა, სასაქონლო სია და ზღვრული ფასები, ანაზღაურების წესის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია განთავსებულია მერიის ვებ-გვერდზე, www.gurjaani.gov.ge და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, https://www.facebook.com/GurjaaniMunicipality?mibextid=ZbWKwL
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულად მისამართზე (info@gurjaani.gov.ge), ტელეფონზე (0353221223) ან/და მისამართზე (ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზ. #13);