Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

Publish date: 21 November, 2023
End date: 30 November, 2023

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ

________________________

                 

                        აუქციონის დაწყება - დამთავრება  21.11.2023წ. 17:45 - 30.11.2023 . 17:00

 

  1. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ, დემონტაჟის პირობით, შენობაზე მიმაგრებული მიწის გარეშე, გატანილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი შენობა-ნაგებობები:

 

) ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სადემონტაჟე შენობა -  საკვამური მილი ს.კ. 51.01.58.253 (განაშენიანების სავარაუდო ფართია - 30 კვ.მ) საწყისი  საპრივატიზებო ფასი - 1 524 (ერთიათას ხუთას ოცდაოთხი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო   ფასის 30%  - 458 (ოთხასორმოცდათვრამეტი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 77  (სამოცდაჩვიდმეტი)  ლარი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

 შენობა-ნაგებობა არის საკვამური მილი, ექვემდებარება დემონტაჟს.

 

ბ) სოფელ შაშიანში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა ს.კ. 51.04.13.160 (შენობის განაშენიანების ფართია - 434,2კვმ) -  საწყისი საპრივატიზებო ფასი - 2 601 (ორიათას ექვსასერთი) ლარი.  „ბე“  საწყისი  საპრივატიზაციო ფასის 30%  - 781 (შვიდასოთხმოცდაერთი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი, საწყისი ფასის 5% - 130 (ასოცდაათი)  ლარი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

შენობა-ნაგებობა ძველია, ერთსართულიანია, რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.

 

გ)  სოფელ ველისციხეში მდებარე სადემონტაჟე, ყოფილი საავადმყოფოს სამზარეულოს შენობა, ს.კ. 51.07.64.075, (შენობის განაშენიანების ფართი - 189 კვ.მ). საწყისი საპრივატიზებო ფასი   - 1 377 (ერთიათას სამასსამოცდაჩვიდმეტი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%  -  413 (ოთხასცამეტი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 69 (სამოცდაცხრა) ლარი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

ყოფილი საავადმყოფოს სამზარეულოს შენობა-ნაგებობა ძველია, ექვემდებარება დემონტაჟს.

 

დ) სოფელ ახაშენში მდებარე სადემონტაჟე, ყოფილი ამბულატორიის შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.08.59.644 (შენობის განაშენიანების სავარაუდო ფართია - 167 კვ.მ ) საწყისი საპრივატიზებო  ფასი -  0 (ნული) ლარი.   განისაზღვროს   „ბე“  - 50 (ორმოცდაათი) ლარის, სავაჭრო ბიჯი - 10 (ათი)  ლარის ოდენობით.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

შენობა-ნაგებობა  ძველია, არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას.

 

 

 

აუქციონის პირობა:

 

  • შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება დემონტაჟის პირობით, მიმაგრებული მიწის გარეშე;

 

  • აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ორი თვის ვადაში, უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება  და მოსწორება;

 

  • განხორციელდეს დემონტაჟი მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით - კერძოდ, აუქციონში გამარჯვებულის  მიერ წარმოდგენილ იქნას - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით ( 1 ლარი - 1კვმ-ზე).

 

 

2. ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - ZIL 45021, სახელმწიფო ნომერი - BD 341 BD, გამოშვების წელი - 1984, ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასია - 1 056 (ერთიათას ორმოცდათექვსმეტი) ლარი; „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 317  (სამასჩვიდმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 53 (ორმოცდაცამეტი) ლარი.

 

აღწერილობა:

       ავტომანქანა - ZIL 45021, სახელმწიფო ნომერი - BD 341 BD, გამოშვების წელი - 1984, არის არამუშა           

       მდგომარეობაში, დაუკომპლექტებელი.

 

 

  1. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გატანილია მუნიციპალიტეტის               საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და  მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, (სოფლების მიხედვით) განთავსებული, გამოუსადეგარი ლითონის  ნივთები - ჯართი.

 

          10 ტონა ჯართის საწყისი საპრივატიზაციო ფასია - 4 365 (ოთხიათას სამასსამოცდახუთი) ლარი. „ბე“ - საწყისი   საპრივატიზაციო ფასის 30% - 1 310 (ერთიათას სამასათი ) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 219 (ორასცხრამეტი) ლარი.

 

          ჯართის საერთო წონა დასაზუსტებელია. შესაბამისად, სრული ღირებულება დადგინდება წონის დაზუსტების შემდეგ.

 

    ჯართი, ელექტრონულ აუქციონზე განთავსებულია სამ ლოტად:

 

 - სოფელ ვაჩნაძიანიდან -  სოფელ ჩუმლაყის ჩათვლით;

 - ქ. გურჯაანის ტერიტორიაზე;

 - სოფელ გურჯაანიდან - სოფელ ჯიმითის ჩათვლით.

 

აუქციონის პირობა :

 

-     შესყიდვამდე, პოტენციურ მყიდველს შეუძლია ჯართი ადგილზე დათვალიერება.

 

-     ჯართის წონა დასაზუსტებელია. მითითებული საწყისი საპრივატიზაციო თანხა არის 10 ტონა  

       ჯართის  ფასი.

 

-     მყიდველი უფლებამოსილია საერთო რაოდენობიდან შეიძინოს მისთვის სასურველი წონის ჯართი.

 

-     მყიდველი     ვალდებულია   აუქციონში   გამარჯვებიდან   25 (ოცდახუთი)  კალენდარული  დღის  

       ვადაში, საკუთარი     ხარჯებით,   მუნიციპალიტეტის   წარმომადგენელის   თანდასწრებით,    

       მოახდინოს    ჯართის გადაწონვა,  რის     შემდეგაც    მოხდება   სარეალიზაციო  ქონების  ზუსტი   

       წონისა და შესაბამისად, ზუსტი  ღირებულების დადგენა.

 

  • მყიდველი ვალდებულია ქონების გადაწონვა, დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი სახსრებით. ამასთან, ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანზარსაწინააღმდეგო უსაფრთხების წესების დაცვაზე.

 

  • მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ქონების ზუსტი წონის დადგენის შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 

  • ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს ქონების სრული ღირებულების 0,1% -ს, ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

 

  1. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გატანილია მუნიციპალიტეტის               საკუთრებაში არსებული, გამოუსადეგარი პლასტმასის  ნარჩენი.

 

1 ტონა პლასტმასის ნარჩენის საწყისი საპრივატიზაციო ფასია 600 (ექვსასი) ლარი.  „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 180  (ასოთხმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 30 (ოცდაათი) ლარი. პლასტმასის ნარჩენის სრული ღირებულება დადგინდება წონის დაზუსტების შემდეგ.

 

             პლასტმასის ნარჩენი განთავსებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. გურჯაანში,   
        სარაჯიშვილის ქ. N 58/ა-ში მდებრე, ე.წ. „საქმიან ეზოში“.

     აუქციონის პირობა :

 

-      შესყიდვამდე, პოტენციურ მყიდველს შეუძლია პლასტმასის ნარჩენ ადგილზე დათვალიერება.

 

-      პლასტმასის ნარჩენის წონა დასაზუსტებელია. მითითებული საწყისი საპრივატიზაციო თანხა არის 1 ტონა პლასტმასის ფასი.

 

-      მყიდველი უფლებამოსილია საერთო რაოდენობიდან შეიძინოს მისთვის სასურველი წონის პლასტმასის ნარჩენი.

 

-      მყიდველი     ვალდებულია   აუქციონში   გამარჯვებიდან   25 (ოცდახუთი)  კალენდარული  დღის  ვადაში, საკუთარი ხარჯებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის თანდასწრებით, მოახდინოს   ნარჩენის გადაწონვა, რის შემდეგაც მოხდება სარეალიზაციო ქონების ზუსტი წონისა და შესაბამისად, ზუსტი ღირებულების დადგენა.

 

  •  მყიდველი ვალდებულია ქონების გადაწონვა, დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი  

სახსრებით. ამასთან, ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის უსაფრთხების წესების დაცვაზე.

 

  •  მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ქონების

ზუსტი წონის დადგენის შემდეგ, წარმოადგენს ქონების საბოლოო ფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 

  •  ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო,

რომლის  ოდენობა შეადგენს ქონების სრული ღირებულების 0,1% -ს, ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

------------------------------

 

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი

    ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

-  ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

    ოქმი.

 

-  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში

    გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

-  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15

    კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა

    სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -        

    GE16LB0121192433146005.

 

-  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების 

   დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე)    

   უკან აღარ ბრუნდება;

 

-  30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის

    შედეგები უქმდება.

 

-  ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში  გამარჯვებულს გადეცემა  

   საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

-  ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების  მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

-  დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით ნომერზე - 555 00 41 64. ასევე, შეგიძლია  

   დარეკოთ ცხელ ხაზზე -  1420.

 

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

Share page