გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 1 წლის ანგარიში მოსახლეობას
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 1 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა 2023 წლის მერიის სამსახურების და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ - ების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.