Hot line : (0 353) 22 12 23

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოასფალტება

23 October, 2023

ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საერთო საცხოვრებლების ეზოების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 192 403 ლარით ფინანსდება, თავისუფლების ჩიხის, ნონეშვილის #11, #14, #16, თავისუფლების #12, #26, გურამიშვილის #21 კორპუსის ეზოების მოასფალტების სამუშაოებს მოიცავს.

აღნიშნულ პროექტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენერჯი გრუპი“ ასრულებს.

Share page