სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 946 ბენეფიციარმა ისარგებლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 946 ბენეფიციარმა ისარგებლა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 333 212 ლარი გაიცა.
სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების ქვეპროგრამა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ პირთა, სამედიცინო მომსახურების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.