მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 270 - მა ოჯახმა ისარგებლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 270 - მა ოჯახმა ისარგებლა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 107 100 ლარი გაიცა.
ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს.