მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 195 -მა ოჯახმა ისარგებლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 195 -მა ოჯახმა ისარგებლა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 183 800 ლარი გაიცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობა შეუძლია ოჯახს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა, 18 წლამდე ასაკის, მეოთხე და ყოველ შემდეგ შვილზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას გულისხმობს.