ახალი სასწავლო წელი საჯარო სკოლებში
დღეს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორთან დალი მინდიაშვილთან ერთად, ქალაქ გურჯაანის #1 საჯარო სკოლას ესტუმრა, მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 600 - ზე მეტი პირველკლასელი ჰყავს. მათ საჩუქრად წიგნები და ბუკები მიიღეს.
ამ დროისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის, არაშენდის და ვაჩნაძიანის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულებამდეც, მოსწავლეები ალტერნატიულ შენობებში გააგრძელებენ სწავლას.