გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
ახალი ჭაბურღილი და წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა სოფელ ვაჩნაძიანში, კალაურსა და ვაზისუბანში. სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგება 1500-ზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება.
მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის მონაწილეობით 5 ახალი ჭაბურღილის მოწყობა ხორციელდება.