Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით

11 September, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით. კონკურსის პირობები:

✔ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ესკიზი/დიზაინი: გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინის/ესკიზის მთავარი გზავნილი უნდა იყოს: „გურჯაანი - მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“ · მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის ესკიზზე გამოსახული უნდა იყოს წარწერა: „გურჯაანი - მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ამასთან ინგლისურ ენაზე შესრულებული წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას, ხოლო დიზაინს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაციული, კულტურული, ისტორიული, აგრარული და ტურისტული დატვირთვა;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს მათი განთავსების ადგილებზე არსებულ გარემო ფაქტორებს და ურბანულ ქსოვილს;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა ითვალისწინებდეს მისი დამზადებისთვის საჭირო მასალების ხელმისაწვდომობას და კონსტრუქცია/ნაგებობის აშენების ფიზიკურ შესაძლებლობას.

✔ კონკურსით შესარჩევი ესკიზების რაოდენობა: მუნიციპალიტეტის 6 შემოსასვლელში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ ნაგებობისთვის მხოლოდ ერთი დიზაინის ესკიზი;

✔ ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის განთავსების ლოკაციებია:

საგარეჯოდან შემოსასვლელი - ერთი ცალი;

სიღნაღიდან ორი შემოსასვლელი - ორი ცალი;

ლაგოდეხიდან შემოსასვლელი - ერთი ცალი;

ყვარლიდან შემოსასვლელი - ერთი ცალი;

თელავიდან შემოსასვლელი - ერთი ცალი.

✔ ანაზღაურების ოდენობა და წესი:

გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება საქონლის - ესკიზის შესყიდვის თაობაზე. მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი საქონლის - ესკიზის ღირებულება განისაზღვრება კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული ფასის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს წინასწარ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი ღირებულებისა - 9676 ლარისა, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისა და ხარჯის ჩათვლით ჩათვლით.
 

✔ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

მეწარმე ფიზიკურ პირს - ინდივიდუალური მეწარმე;

საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;


✔კონკურსანტის მიერ განაცხადის გაკეთების ვადა და წარმოსადგენი ინფორმაცია:

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსის გამოცხადების დღიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით Megvineobismunicipaliteti@gmail.com უნდა წარმოადგინონ:

სავალდებულო: ინფორმაცია კონკურსის მონაწილის შესახებ და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის დიზაინი ესკიზის/ესკიზების სახით ელექტრონული ფორმით 3D ფორმატში, ასევე მატერიალური სახით A3 ფორმატით;

განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ესკიზში გამოყენებული ფერების, გამოსახულებების, სიმბოლოებისა და გამოსაყენებელი მასალის მნიშვნელობის, ასევე ესკიზის/დიზაინის მთავარ მესიჯთან „გურჯაანი - მეღვინეობის მუნიციპალიტეტი“ შესაბამისობის შესახებ.

დიზაინის ესკიზის ფასი;

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი.



✔სასურველია: ინფორმაცია ესკიზზე მომუშავე პირის/პირთა ჯგუფის განათლების შესახებ, განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;

ინფორმაცია ესკიზზე მომუშავე პირის/პირთა ჯგუფის მსგავსი საქმიანობის გამოცდილების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;

კონკურსანტს უფლება აქვს, თავისი სურვილის შესაბამისად წარმოადგინოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის ერთზე მეტი ესკიზი/დიზანი, თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ 1 დიზაინის ესკიზის ღირებულება.

 

✔ კონკურსის მონაწილის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების პროცედურა:

საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოწვეული სპეციალისტებისაგან;

კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად. უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომლის წარმოდგენილი ესკიზიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს და გამოირჩევა ვიზუალური ეფექტით;

უპირატესობად მიიჩნევა აგრეთვე საკონკურსო განაცხადში მითითებულ ღირებულებაზე დაბალი ფასის შემოთავაზება;

გამარჯვებულად მიიჩნევა კონკურსანტი, რომელიც შეირჩევა სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედისა. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელ. ფოსტის საშუალებით. მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას კონკურსზე შემოსული ესკიზები საჯაროდ განათავსოს მუნიციპალიტეტის ვებ. გვერდზე ან/და ფეისბუქის გვერდზე, ესკიზის ავტორის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი მის მიერ წარმოდგენილი ესკიზის საჯაროდ განთავსების წინააღმდეგია, მან აღნიშნულის შესახებ საკონკურსო სამუშაო ჯგუფს უნდა განუცხადოს ესკიზის წარმოდგენისთანავე. სამუშაო ჯგუფი მუშაობისას და გადაწყვეტილების მიღებისას არის დამოუკიდებელი და ესკიზის საჯაროდ განთავსების შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ესკიზთან დაკავშირებით გამოხატული შეფასებები არ წარმოადგენს საკონკურსო სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების განმსაზღვრელ ცალსახა პირობას.

განაცხადების მიღება 12  სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება;
განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა: 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 399 960

Share page