გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება
გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
საგზაო სამუშაოების ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 113 436 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში 15 ივნისს მოსული სტიქიის შედეგად დაზიანებულ აგრარული ბაზრის მიმდებარე გზებს - წმ.ნინოს და სარაჯიშვილის ქუჩებს.
ტენდერზე წინადადებების მიღება 25 აგვისტოს დასრულდება.