ქალაქ გურჯაანში და რამდენი სოფელში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა
უამინდობამ პრობლემები შექმნა ქალაქ გურჯაანში და რამდენი სოფელში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები და მოგლიჯა ხეები, რამაც ჩახერგა გზები, დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები.
დილიდან ადგილზე მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
შექმნილ ვითარებას დილიდან ადგილზე ეცნობიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი.