ვეჯინში საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია 1167 მეტრი სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ენ-დი როუდი" ასრულებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობირვი ბიუჯეტიდან 860 600 ლარით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ვეჯინში კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია და მინი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.