Hot line : (0 353) 22 12 23

გზების გაწმენდა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს

17 June, 2023

გურჯაანში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა.

ამ დროისთვის, უკვე გაწმენდილია ცენტრალური და შიდა გზები, აღდგენილია ელექტრო ენერგიის მიწოდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირსა და წყალმომარაგებას, დღის მეორე ნახევარში აღდგება.

ადგილზე მუშაობს სტიქიის შედეგების დადგენისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია.

Share page