Hot line : (0 353) 22 12 23

შეხვედრები სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან

16 June, 2023

საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გურჯაანში, სტიქიის ზონაში რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიით დაზიანებულ უბნებში გაწმენდით სამუშაოებს გაეცნენ.

გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში, სადაც გასულ ღამეს მომხდარმა სტიქიამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

Share page