Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანი პოლონელ სტუმრებს მასპინძლობს

15 June, 2023

გურჯაანს, პოლონეთის დამეგობრებული პიასეჩნოს მუნიციპალიტეტიდან სტუმრობენ. ბელინსკის სახელობის ტექნიკური პროფესიული სასწავლებლის, ლეიტენანტ ემილ გერჩანკის სახელობის ტექნიკური პროფესიული სასწავლებლის და პიასეჩნოს N 3 სასკოლო კომპლექსის სტუდენტებს, ასევე პიასეჩნოს საკრებულოს თავმჯდომარეს - ჯოანნა მუზინსკა ძიურნის და პიასეჩნოს რაიონის საკრებულოს წევრს - ევა ლუბიანეცის კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი "აისი" მასპინძლობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ კოლეჯ ,,აისი’’- ს და პოლონეთის პიასეჩნოს რეგიონში არსებულ აღნიშნულ სამ კოლეჯს შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით შედგა თანამშრომლობა.

სტუმრები გაეცნენ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს რომლის სწავლასაც ახორციელებენ დაწესებულებაში, ასევე დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ - ტექნიკური ბაზა: სახელოსნოები, ლაბორატორიები, თეორიული სწავლების კლას - კაბინეტები. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის ჩამოსხმის, ჩურჩხელის ამოვლების, პურის ცხობის და ქართული ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასებში.

პოლონელი სტუმრები ასევე, შეხვდებიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრელებელს ლერი გელენავას, საკრებულოს თავმჯდომარეს ვანო ბერიძიშვილს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანია, ორ მხარეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და მოლაპარაკებების გამართვა სამომავლო გეგმებზე.

ვიზიტის მიზანია ქართულ და პოლონურ დაწესებულებას და მათ მოსწავლეებს შორის გამოცდილების გაცვლა, საქართველოში განათლების სისტემის და განსაკუთრებით პროფესიული კურსების სწავლების სისტემის და დანერგილი გამოცდილების გაცნობა.

აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება გურჯაანისა და პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეტებს შორის 2018 წლიდან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

Share page