Hot line : (0 353) 22 12 23

უხვი ნალექი გურჯაანში

6 June, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გასულ ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა, ქვა- ღორღი ჩამოიტანა და დააზიანა, როგორც ცენტრალური საავტომობილო გზა, ასევე შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დამაკავშირებელი გზები.

დილიდან ადგილზე მობილიზებულია ა(ა)იპ " გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" და საგზაო დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოები.

Share page