26 მაისი გურჯაანში
ქალაქ გურჯაანში, დიდების მემორიალზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, მოადგილე ლერი გელენავა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მემორიალის ტერიტორიაზე მოეწყო გურჯაანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკის ფოტოგამოფენები. გაიმართა შეჯიბრი ჭადრაკში, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონი, გურჯაანელი მოჭადრაკე დათა ყალაბეგაშვილიც ჩაერთო.
გურჯაანის კულტურის ცენტრში ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
გაიმართა, რომელშიც ნათია ქოროღლიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ანსამბლი "გურჯაანი" და სხვები მონაწილეობდნენ.
დღის ბოლოს დიდების მემორიალზე ჯგუფი "ბანის" გალა კონცერტი გაიმართა.
საღამო DJ გიგა პაპასკირმა დაასრულა.
თავისუფლების სიყვარულით, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!