Hot line : (0 353) 22 12 23

მერიის სოციალური დახმარების პროგრამის 3 თვის ანგარიში

18 May, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წლის 3 თვეში, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1995 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 349 953 ლარი გაიცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს :

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; ახალშობილთა ოჯახების დახმარება; ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება; ბავშვთა სამედიცინო - სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება; სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება; მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო - ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება; ა(ა)იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომის დაფინანსება; ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარება; მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება; დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა; უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება; ხანდაზმულ პირთა დახმარება; ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება; ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება; სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება; შშმ პირთა დახმარება; უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება; აღსანიშნავია , რომ 2023 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 2 241 586 ლარი დაიხარჯება. 

Share page