მერმა მუკუზანში მედიათეკის მშენებლობა მოინახულა
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროს გია ყვირალაშვილთან ერთად, სოფელ მუკუზანში, მედიათეკის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.
მედიათეკაში მოეწყობა როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.
სამუშაოებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 325 000 ლარით ფინანსდება, შპს "მშენებელი 2016" ასრულებს.