ველისციხეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ხევისუბნიდან სოფლის ცენტრისკენ მიმავალი გზისა და ჩიხების რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 1 კილომეტრამდე სიგრძის გზა და მოეწყო სანიაღვრე არხი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 656 700 ლარით დაფინანსდა.
პროექტი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვეულმა კომპანიამ, შპს "იმედი დიდუბემ" შეასრულა.