Hot line : (0 353) 22 12 23

შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან

7 March, 2023

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით კახეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელშიც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები იღებდნენ მონაწილეობას.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მოწვეულ ექიმებს მადლობა გადაუხადეს რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტების მერებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები, ქალბატონებს კი თაიგულები გადასცეს.

Share page