ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წყალმომარაგების დაქსელვის და აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წყალმომარაგების დაქსელვის და აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
სოფლებში: ვაჩნაძიანი, შაშიანი, მობილური ჯგუფის წევრების მიერ, შესრულდა საშემდუღებლო სამუშაოები და აღდგა ცენტრალურ მაგისტრალურ ხაზებზე, ყინვისგან გამოწვეული დაზიანებები;
სოფლებში: ვაზისუბანი, მელაანი, დამონტაჟდა 2 ახალი წყლის საქაჩი ტუმბო;
ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 4 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: კალაური, ვაზისუბანი, ველისციხე, გურჯაანი;
დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები აღდგა შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, შაშიანი, ვაზისუბანი, მუკუზანი, ველისციხე, გურჯაანი, ჭანდარი, ძირკოკი, კაჭრეთი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას.
წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, სპციალური ტექნიკით მოხდა მოსახლეობის წყალმომარაგების ქსელზე დაერთება შემდეგ სოფლებში:
სოფ. შაშიანი, მოეწყო 300მ. სიგრძის მონაკვეთი, უზრუნველყოფილია 32 ოჯახი.
წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა სოფ. შაშიანის საბავშვო ბაღს.
დაიქლორა სოფ. ახაშენში არსებული წყლის რეზერვუარები.
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო და გზის მონაკვეთები: ქ.გურჯაანი, ვაჩნაძიანი, შაშიანი, ვაზისუბანი, ძირკოკი, ფხოველი.