Hot line : (0 353) 22 12 23

მერმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

18 December, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსთან ბიჭიკო მაისურაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა.

სოფელ მელაანში უკვე დასრულდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, შეიცვალა კარ-ფანჯარა და იატაკი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 182 ლარი დაიხარჯა. ახლა მიმდინარეობს მინი მოედნის მოწყობა და ჩალაუბანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ორივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში 738 961 ლარი იხარჯება.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სოფელ ზემო კაჭრეთის მინი მოედნის მოწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 80 519 ლარით დაფინანსდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე გურჯაანის მუნიციპალიტეტს 10 ახალი მინი-მოედანი ექნება.

Share page