Hot line : (0 353) 22 12 23

შიდა აუდიტის საპილოტე პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა

16 December, 2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა და ეკონომიკის ეროვნული აკადემიის (NAFE) თანამშრომლობის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ეფექტიანობის პილოტური აუდიტის დასკვნითი ანგარიშის წარდგენა შედგა.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანი, საერთაშორისო ექსპერტები რუსლანა რუდნიცკა, მანფრედ კესტერენი და მერიის შიდა აუდიტორები, მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ უტიაშვილს და მერის მოადგილეს ლერი გელენავას შეხვდნენ და საპილოტე პროგრამის შემაჯამებელი ანგარიში გააცნეს.

ფინანსთა სამინისტრო, მომდევნო წლის დასაწყისში გეგმავს ერთიანი შეხვედრის დაორგანიზებას, სადაც საპილოტე პროგრამაში მონაწილე ორი მუნიციპალიტეტი - საჩხერე და გურჯაანი, მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ დანარჩენი 61 მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტორებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეფექტიანობის აუდიტის წილის ზრდა უმნიშვნელოვანესი გარემოებაა პროგრამული ბიუჯეტის ეფექტიანი განკარგვისთვის.

Share page