Hot line : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13 May, 2022

ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება და ითვალისწინებს შენობაში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემების მოწყობას. ასევე, შეიცვლება შენობის შიდა კარ-ფანჯრები.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 18 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება.

 

Share page