Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ე.წ სოლოლაკის უბანში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

28 March, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ე.წ სოლოლაკის უბანში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელების შედეგად 100 - მდე ოჯახის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამ დრომდე მათი წყალმომარაგება სათავე ნაგებობიდან ხორციელდება და დებეტის სიმცირის გამო წყალი შეფერხებით მიეწოდებათ.

სამუშაოები, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს "ჰიდროგეო" ასრულებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. პროექტის ღირებულება 177 426 ლარია.

Share page