31 დეკემბერი გურჯაანში
ქალაქ გურჯაანში, ახალი 2022 წლის დადგომა გრანდიოზულად აღინიშნა.
დღის განმავლობაში, კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოწყობილი იყო საახალწლო მარკეტი. თოვლის პაპა ბავშვებს, მთელი დღის განმავლობაში, ტკბილეულით და საჩუქრებით მასპინძლობდა.
ღონისძიება ქართულმა ეროვნულმა ცეკვის ანსამბლმა “გურჯაანი” გახსნა. კონცერტის წამყვანი იყო მომღერალი ქეთი გომართელი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ნათია ქოროღლიშვილი, მარიამ მამისმედიშვილი, “Leko Studia” და გიორგი ჯვარაშვილი.
საღამოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, მოადგილე გიორგი მინდორაშვილთან ერთად, 2022 წლის საპატიო გურჯაანელები: ნიკო ძველიშვილი, ლადო უზუნაშვილი, ვენერა აბრამიშვილი და ზაურ ჯოხაძე დააჯილდოა.
დღის ბოლოს რეზი ქარცივაძის და ბენდის კონცერტი გაიმართა.
ღამის 12 საათზე, მოეწყო გრანდიოზული ფოიერვერკი და ანსამბლმა "ხარებამ" ტრადიციული მრავალჟამიერი შეასრულა.
საახალწლო ღონისძიება დიჯეიმ დაასრულა.
ფოტოებისთვის მადლობა Nika Tabatadze Photography და ელენე ქაჩლიშვილს.