მერი სოფელ მუკუზანში ნადირაშვილების უბნის მოსახლეობას შეხვდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, სოფელ მუკუზანში, ე.წ ნადირაშვილების უბნის მოსახლეობას შეხვდა.
ამ უბანში ცოტა ხნის წინ დასრულდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.
პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 174 მეტრი სიგრძის გზას, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68 941 ლარი დაიხარჯა.
პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა შპს-მ “ინფრასტრუქტურა და გზები” შეასრულა.