საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს სასურსათე კალათები გადაეცა
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღში სასურსათო კალათებისა და საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყო.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი პირადად გაეცნო.
” სასურსათე ნობათები 15 დასახელების პროდუქტს მოიცავს:
საქონლის ხორცი – 1.500 კგ
ქათამი – 1ც
ორცხობილა – 1 კგ
მაკარონი – 2 კგ
შაქარი – 2 კგ
წიწიბურა – 2 კგ
ბრინჯი – 1 კგ
ლობიო – 2 კგ
კარტოფილი – 3 კგ
ვაშლი – 3 კგ
ზეთი – 2 ბოთლი
კარაქი – 0.200 გრ
რძე – 2 პაკეტი
იოგურტი – 1 პაკეტი
კვერცხი – 20 ცალი
სასურსათო კალათებს და საახალწლო ტკბილეულს ჯამში 1970 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს.
ა(ა)იპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესაძენად 232 545 ლარი გამოყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.