Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში 39 შშმ პირს ეტლი გადაეცა

16 December, 2021

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, შშმ პირებისთვის განკუთვნილი 39 გადასაადგილებელი ეტლი გადასცა.

 ეტლების გადაცემის პროცესში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ჩაერთო.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას არასამთავრობო ორგანიზაციასთან "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც შშმ პირების გადასაადგილებელი ეტლების გადაცემა პერიოდილად ხორციელდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიურო.

Share page