Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ვაჩნაძიანში საუბნო გზის რეაბილიტაცია მერმა მოინახულა

20 December, 2021

სოფელ ვაჩნაძიანში, ე.წ. “მეგრელიშვილების” და ალექსი ნატროშვილის სახელობის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება დასრულდა. საგზაო სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ უბანში, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 350 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყო სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ფენიქსმა” შეასრულა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 172 187 ლარი დაიხარჯა.

Share page