Hot line : (0 353) 22 12 23

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები გურჯაანელ ახალგაზრდებს შეხვდნენ

14 December, 2021

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგი ვაქცინაციის კომუნიკაციის ჯგუფის წევრი ნინო სარაშვილი, გურჯაანელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში გამართული საინფორმაციო შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა კამპანიებში მათი ჩართვა იყო.

ახალგაზრდებმა სპიკერებს

თავიანთი იდეები გააცნეს ვაქცინაციის კამპანიის შესახებ და სურვილი გამოთქვეს, მათ სკოლებშიც გაიმართოს მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მყოფი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ორჯერადად ვაქცინირებულია.

 

Share page