ღVINOთონი დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, GITA-ს და გურჯაანის ტექნოპარკის პროექტი ღVINOთონი დასრულდა. გამარჯვებული პროექტი გახდა ,,გამაგრილებელი დამრევი“, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების დროს დუღილის პროცესში დარევის ავტომატიზაციას გულისხმობს.
გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად 5000 ლარი გადაეცა.
პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ესარგებლათ გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბში წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით.
ღVINOთონის გამარჯვებული სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც მეღვინეებით იყო დაკომპლექტებული: პაატა ჯოხაძე, ლადო უზუნაშვილი, ნინო კორკოტაშვილი, ივანე ნარეკლიშვილი და "შატო მუხრანის" ბრენდ ამბასადორი გიორგი ჩიკვაიძე.
#ღVINOთონი
#მერიახალხისსამსახურში